უკრაინას რუსულენოვანი პრესის აკრძალვა სურს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 01.11.2016
ნანახია: 1465

უმაღლეს რადაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც მეზობელი ქვეყნის ენაზე ბეჭდური პროდუქციის გამოცემას კრძლავს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის გარდა, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ადგილობრივი ტელეარხები და რადიოსადგურები ვალდებულნი იქნებიან ეთერის 75 პროცენტი უკრაინულ ენაზე მაუწყებლობას დაუთმონ. ამასთან მაუწყებლებს აღარ შეეძლებათ თავიანთი შეხედულებებით აირჩიონ ენა და აჩვენონ ფილმები და გადაცემები სუბტიტრებით სხვა ენაზე.

კანონპროექტი დაარეგისტრირეს სიტყვის თავისუფლებისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორია სიუმარმა და დეპუტატმა რუსლან კნიაჟიცკიმ.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე