ინდონეზიაში დაკარგულ თვითმფრინავსა და ოთხ ცხედარს მიაგნეს

საქართველო, თბილისი - 10:46 | 01.11.2016
ნანახია: 1618

ინდონეზიელმა მაშველებმა დაკარგულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს  და მის ნამსხვრევებში ოთხიცხედარს მიაგნეს. როგორც ”ასოშიეიტედ პრესი” წერს, თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯაიავიჯაის ოლქში 3600 მეტრის სიმაღლეზე, მთებში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დილით კანადური წარმოების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი De Havilland Canada DHC-4 Caribou ახალი გვინეას ქალაქ ტიმიკიდან პაპუას პროვინციის მიმართულებით გაფრინდა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ კი ის რადარებიდან გაქრა. წინასწარი მონაცემებით თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე