ვიმედოვნებ, რომ ამ გამარჯვებას საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებად აქცევენ - იანოშ ჰერმანი

საქართველო, თბილისი - 17:20 | 31.10.2016
ნანახია: 1558

მინდა მივულოცო ყველა პარტიას, რომელიც პარლამენტში მოხვდა. ეს მათთვის გამარჯვებაა და ვიმედოვნებ, რომ მას საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებად აქცევენ, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბარში. 
„ჩვენ დიდი ყურადღებით გავეცანით ეუთო-ს განცხადებას, რომლის მიხედვით, არჩევნები გაიმართა კონკურენტუნარიან, სამართლიან გარემოში. ჩვენი მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ, ეუთო-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს გარკვეული დეფექტები და ეს დააფიქსირეს სხვა ორგანიზაციებმაც. მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან მუშაობის გასაგრძელებლად ამ დეფექტების გამოსწორების მიზნით. მინდა ასევე მივულოცო ყველა პარტიას, რომელიც პარლამენტში მოხვდა. ეს მათთვის გამარჯვებაა და ვიმედოვნებ, რომ მას საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებად აქცევენ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა დადასძინა, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის მუშაობას საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზეც. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე