საფრანგეთის ხელისუფლებამ მიგრანტების ბანაკის დაშლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:06 | 31.10.2016
ნანახია: 1751

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის მეტროსადგურ ”სტალინგრადთან” სტიქიურად შექმნილი არალეგალი მიგრანტების ბანაკის დაშლა დაიწყო.

ტელეარხ BFM TV-ის ცნობით, პოლიცია გამოსახლებულებს ორ ჯგუფად ანაწილებს. ერთ ჯგუფში შედიან მიგრანტები, რომლებსაც დოკუმენტები არ გააჩნიათ, მეორე ჯგუფში კი თავშესაფრის ოფიციალური მაძიებლები. ბანაკში მცხოვრებთა რაოდენობა 2500-მდეა.

ხელისუფლება პირველად არ ცდილობს ბანაკიდან მიგრანტების გამოსახლებას. ბოლო პერიოდში იძულებითი ევაკუაცია სექტემბერში განახორციელა და სტიქიურად შექმნილი ბანაკიდან 1400 ადამიანი გამოასახლა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე