საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, ირაკლი კობახიძე დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 12:25 | 31.10.2016
ნანახია: 1384

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას  ,,ქართულ ოცნებაში“  ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, მმართველ გუნდს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. მის ასარჩევად კი,  76 დეპუტატის ხმაა საჭირო. „ქართული ოცნება“ პირველივე სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ ირაკლი კობახიძეს დაასახელებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე