National Geographic-ის გმირ ”ავღანელ გოგონას” თავდებით გაათავისუფლებენ

საქართველო, თბილისი - 11:28 | 31.10.2016
ნანახია: 1619

პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, შარბათ გულა პატიმრობიდან თავდებით გათავისუფლდება. „ავღანელ მონა ლიზად“ წოდებული ქალბატონი პოლიციამ გასულ კვირას დააკავა. მას საბუთების გაყალბებაში დასდეს ბრალი. მსოფლიომ შარბათ გულა 1985 წელს გაიცნო, მას შემდეგ, რაც 12 წლის გოგონა ჟურნალ National Geographic-ის ფოტოკორესპონდენტმა სტივ მაკარიმ ის პეშევარში, ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო. ფოტოგრაფი 17 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გოგონას ვინაობის დადგენას. 2002 წლის იანვარში ”ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” გუნდმა  გულა მაინც მოძებნა. შარბათი ახლა 42 წლისაა, გათხოვილია და 3 შვილი ჰყავს.  

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე