თურქეშთი ოპოზიციური გაზეთის რედაქტორი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:21 | 31.10.2016
ნანახია: 1938

თურქმა პოლიციელებმა ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის რედაქტორი მურათ საბუნჯუ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN Turk-ი ავრცელებს.

ტელეარხისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა  გაზეთის კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელის სახლებში ჩაატარეს. პოლიციამ ასევე დააკავა გაზეთის მიმომხილველი გიურაი ოზი, დაკავებისა და ჩხრეკის მიზეზები უცნობია. მასობრივი დაკავებები თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე