იტალიაში ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 31.10.2016
ნანახია: 1626

იტალიის მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუხდა. მათ მანქანებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში ეძინათ. 6,6 მაგნიტუდის ბიძგები იტალიის ცენტრალურ ნაწილში გუშინ დილით დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ კასტელსანტანჯელოს, პრეჩის, უსიტას, არკუატასა და ნორჩის მიაყენა, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლი და ისტორიული ნაგებობა დაინგრა.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე