ასადის მომხრეები მეამბოხეებს მომწამვლელი გაზის გამოყენებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 10:18 | 31.10.2016
ნანახია: 1423

ბაშარ ასადის მომხრეები მეამბოხეებს ალეპოში მომწამვლელი გაზის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სირიის სახელმწიფო სააგენტო САНА-ს ინფორმაციით, მეამბოხეებმა ქიმიური შეტევა ალ-ჰამდანიას საცხოვრებელ კვარტალზე განახორციელეს. მათივე ინფორმაციით სუსუნთქი გზების გართულებული მდგომარეობის გამო საავდმყოფოებს 35-მდე ადმიანმა მიმართა. მეამბოხეები ბრალდებას უარყოფენ.

სირიის სიდიდით მეორე ქალაქში მესამე დღეა სროლის ხმა არ წყდება. ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანას უფლებათა დაცვის ცენტრის ცნობით, ალეპოს დასავლეთ რაიონებში მეამბოხე ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 38 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე