სერბეთის პრემიერის სახლთან იარაღის სამალავი იპოვნეს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 30.10.2016
ნანახია: 1441

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ვუჩიჩების ოჯახის ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბელგრადში მათ საცხოვრებელ სახლთან იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ხელყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი და ავტომატური იარაღი ბუჩქებში იყო ჩამალული. ერთ-ერთი ვერსიით, სამალავი სამართალდამცავებმა არა პრემიერის, არამედ მისი მშობლების სახლთან იპოვნეს, რომლებსაც ვუჩიჩი ხშირად სტუმრობდა. ეს ვერსია ჯერჯერობით არ დასტურდება.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე