”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მოსულში 232 მშვიდობიანი მცხოვრები დახვრიტეს

საქართველო, თბილისი - 15:13 | 28.10.2016
ნანახია: 1457

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მოსულსა და მის შემოგარენში 232 მშვიდობიანი მცხოვრები დახვრიტეს. მოკლულთა შორის არიან ერაყის უსაფრთხოების ძალების ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც ტერორისტების ბრძანებას არ დაემორჩილნენ. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველოს პრეს-მდივამა რავინ შამდასანიმ განაცხადა.

”არსებული ინფორმაციით, ოთხშაბათს 232 მშვიდობიანი მცხოვრენი დახვრიტეს. მათგან 190 ადამიანი ერაყის უსაფრთხოების ძალების ყოფილი თანამშრომელი იყო”, - განაცხადა შამდასანიმ.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია დადასტურებულია, თუმცა მოკლულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

მისივე თქმით, ტერორისტები მოსულში 8 ათას ოჯახს ცოცხალ ფარად იყენებენ.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე