ჩრდილოეთ დაკოტაში საპროტესტო აქციის დაშლისას 140-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:56 | 28.10.2016
ნანახია: 1582

ამერიკის ჩრდილოეთ დაკოტას შტატში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაპატიმრებულთა რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა. სულ დაპატიმრებულია 141 ადამიანი. პროტესტანტთა ბანაკის დაშლაში სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა და ვერტმფრენები მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები შტატის ტერიტორიაზე ნავთობსადენის მშენებლობას აპროტესტებდნენ. პოლიციელებმა აქციის დაშლისას წიწაკის გაზი, აკუსტიკური ზარბაზნები და სპეცილაური ტყვიები გამოიყნეს. დაკავების დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა ერთი მამაკაცი ფეხში დაიჭრა.

ადგილობრივი მცხოვრებლები და ეკოლოგები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესდებნენ ნავთოვბსადენის მშენებლობას. მათი აზრით, ის პოტენციური საფრთხის შემცველია სიუს ტომების საკულტო ადგილებისა და წყლის სისტემისთვის.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე