მეტეოროლოგები თურქეთში მჟავა წვიმებს ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 12:15 | 28.10.2016
ნანახია: 1765

თურქი მეტეოროლოგები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მჟავა წვიმებს არ გამორიცხავენ მოსულში ქიმიურ ქარხანაზე დივერსიის გამო. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ვეისი კაინაკმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლემა მოსულის შემოგარენში გოგირდის მწარმოებელი ქიმიური ქარხანა გადაწვეს, რის შედეგადაც ჰაერში ტოქსიკური აირების დიდო რაოდენობა გაიფანტა.

”საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მეოტოროლოგები და სპეციალისტები ტოქსიკური ღრუბლის წარმოქმნის გამო ყველა შესაძლო სცენარს განიხილავენ. ყველაზე უარესი სცენარი კი შეიძლება გახდეს ის, რომ ჰაკარის პროვინციაში  ტოქსიკურმა ღრუბელმა თურქეთის საზღვარი გადაკვეთოს”, - განუცხადა კაინაკმა თურქულ მედიას.  

 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე