თურქეთში გაზსადენზე აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 28.10.2016
ნანახია: 1786

თურქეთის აღმოსვლეთ ნაწილში ირან-თურქეთის მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქება მოხდა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით,აფეთქება ირანის საზღვართან დოღუბაიაზითის რაონში მოხდა. დაშავებულები არ არიან. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

გაზის მიწოდება შეწყვეტილია. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქების უკან  ქურთების მუშათა პარტიის წევრები დგანან. რომლებმაც აღნიშნულ გაზსადენზე დივერსიები მანამდეც არაერთხელ მოაწყვეს.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე