ფილიპინების პრეზიდენტი ღმერთს პირდება, რომ ბილწ სიტყვებს აღარ გაიმეორებს

საქართველო, თბილისი - 10:24 | 28.10.2016
ნანახია: 1446

 

 

ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგე დუტერტეს თქმით, ის უფალს დაპირდა, რომ ბილწ სიტყვებს აღარ გაიმეორებს.

„როდესაც იაპონიიდან ჩემს მშობლიურ ქალაქ დავოიში ნოვფრინავდი, თვითმფრინავში ყველას გვეძინა. ამ დროს უფალი გამომეცხადა. მან მითხრა, რომ თუ ბილწსიტყვაობას არ შევწყვეტდი, თვითმფრინავს ჩამოაგდებდა. და მე მას პირობა მივეცი, რომ აღარასდროს შევიგინები,“-განაცხადა დუტერტემ.

ფილიპინების ლიდერმა ბოლო ხანებში სახელ სწორედ სკანდალური განცხადებებით გაითქვა. ამერიკელ კოლეგას მან „ძუკნის შვილი“ უწოდა, გაეროს გენერალური მდივანი „სულელად“ მოიხსენია, მანამდე კი რომის პაპი მსუბუქი ფორმით შემოელანძღა.

 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე