იტალიამ მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 40 მილიონი ევრო გამოყო

საქართველო, თბილისი - 10:11 | 28.10.2016
ნანახია: 1489

იტალიაში მიწისძვრისგან დაზარალებული რეგიონი პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ მოინახულა. ხელისუფლებამ დაზარალებულთა დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო.

ამ დრომდე იტალიის ქალაქ ვისოში მოქალაქეების ნაწილი უკვე მეორე ღამეს სპეციალურად მოწყობილ თავშესაფარში ათევს.

6.1 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაინგრა არა ერთი შენობა, მათ შორის ისტორიული ძეგლებიც, რომლებიც აგვისტოში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს, ისედაც დაზიანებული იყო.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე