იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 21.10.2015
ნანახია: 1840

2015 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 186 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 159 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 141 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე