ჰილარი კლინტონი 69 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 27.10.2016
ნანახია: 1644

 

ჰილარი კლინტონი 69 წლის გახდა. ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატმა  კანდიდატმა დაბადების დღე თვითმფრინავში აღნიშნა. თანმხლებ ჟურნალისტებს მან სამომავლო გეგმების შესახებ უამბო და შოკოლადის ტორტით გაუმასპინძლდა. ჰილარი კლინტონის თქმით, ის თავს შესანიშნავად გრძნობს, მომავალი ორი კვირის განმავლობაში კი ყურადღების კონცენტრირებას იმ შტატებზე შეეცდება, სადაც ელექტორატის ნაწილს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს გაიმართება.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე