ISIS-მებრძოლებმა მოსულის შემოგარენში 65 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 10:01 | 27.10.2016
ნანახია: 1377

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქალაქ მოსულთან 65 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”როიტერი” ავრცელებს.

როიტერის ინფორმაციით სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ სამი დღის წინ მოხდა. სააგენტოსვე ცნობით, დასახლებულ პუნტქებში, რომლებსაც ისლამისტები აკონტროლებენ, სიკვდილით რამდენიმე ათეული ადამიანი დასაჯეს. მოკლულთა უმეტესობა ერაყის პოლიციისა თანმშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით მებრძოლებმა სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან მოსულის შემოგარენში სოფლების მოსახლოება მძევლებად აჰყავთ. მათი უმეტესობის ბედი გაურკვეველია, სავარაუდოდ, ისინიც ტერორისტების სისასტიკეს ემხვერპლნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ISIS-ის მებრძოლები მძევლებს  მოსახლეობის დაშინების მიზნით სჯიან სიკვდილით. 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე