სირიაში ავიაერიშებს 22 მოსწავლე და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 27.10.2016
ნანახია: 1417

სირიაში, იდლიბის პროვინციაში  ავიადარტყმების შედეგად 22 მოსწავლე და 6 მასწავლებელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას იუნისეფი ავრცელებს. სამთავრობო ძალების ან რუსეთის თვითმფრინავებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სკოლის შენობა გაანადგურეს.

”ეს ტრაგედიაა, ძალადობაა და თუ ეს განზრახ განხორციელდა, სამხედრო დანაშაულია”, -განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორრა ენტონი ლეიკმა.

ლეიკის თქმით, სკოლაზე იერიში შესაძლოა  ყველაზე სისხლინი თავდასხმა იყოს სირიის ომის პერიოდში.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის სტივენ ობრაიენის თქმით, ალეპოში სირიისა და რუსეთის დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. მისივე თქმით, მათი ნაწილი იერიშების დროს იღუპება, ნაწილი კი შიმშილისგან.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე