აშშ-ში 2 შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 26.10.2016
ნანახია: 1426

ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა შეერთებული შტატების იუტასა და ოკლაჰომას შტატში.

ოკლაჰომაში, ქალაქ ლუთერში მამაკაცმა ჯერ პოლიციელები დაჭრა და მათი მანქანა გაიტაცა. შემდეგ კი ბიძა და ბიცოლა მოკლა და მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ. გაქცევის შემდეგ თავდამსხმელმა ფეისბუქში ლაივ ვიდეოც დადო.

იუტას შტატში კი ჩხუბის დროს 12 წლის ბიჭი იარაღით დაჭრა მისმა თანაკლასელმა. მომხდარის გამო სკოლის შენობა დროებით დაიხურა მოსწავლეებისთვის.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე