კანადაში რვა ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მედდის სასამართლო პროცესი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:54 | 26.10.2016
ნანახია: 1534

კანადაში რვა ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მედდის ელიზაბეტ ტრეისი ფეტლაუფერის სასამართლო პროცესი დაიწყო.

მედდას მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადართა მკვლელობებში ადანაშაულებენ. თავშესაფრები ონტარიოს პროვინციაში მდებარეობს. მოკლულთა ასაკი 75-დან 96 წლამდე იყო. მათ შორის ხუთი ქალია. პოლიციის ცნობით, მედდა მათ წამლების სასიკვდილო დოზას აძლევდა. 49 წლის ფეტლაუფერის დანაშაულის მოტივები უცნობია. პროვინციის პოლიციის უფროსის თქმით, მედდის ყველა მსხვერპლი იდენტიფიცირებულია.

დანაშაული 2007-2014 წლებშია ჩადენილი. ეს ყველაზე მსხვილი სისხლის სამართლის საქმეა ონტარიოში 2006 წლის შემდეგ.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე