ტრამპი: სირიაში ჰილარი კლინტონის გეგმები მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს

საქართველო, თბილისი - 10:13 | 26.10.2016
ნანახია: 1515

 ჰილარი კლინტონის გეგმები სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს. ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ნაცვლად იმისა, რომ ასადის გადადგომას ვითხოვდეთ, ჩვენ ისლამურ სახელმწიფოს უნდა ვეომოთ. კლინტონს სურს სირიას ვეომოთ. მაშინ ჩვენ უნდა ვეომოთ ირანსაც და რუსეთსაც, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა. განსხვავებით სხვა სახელმწიფოებისგან, რუსეთში მოქმედი ბირთვული იარაღია. თუ ჩვენ კლინტონს მოვუსმენთ, მაშინ მესამე მსოფლიო ომი არ აგვცდება,“-აღნიშნა ტრამპმა.

 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე