„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 15:13 | 25.10.2016 ნანახია: 1591
„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, პარტიის წევრები არ შეეგუებიან იმ ციფრებს, რა ციფრებიც აჩვენა არჩევნების შედეგებმა.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვართ საპარლამენტო პარტია. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა საპარლამენტო ტრიბუნა, მაგრამ ჩვენს გარდა არსებობს უამრავი პარტია, რომელიც ვერ აღმოჩნდა პარლამენტში. თქვენ იცით, რომ პარტიების თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში ისედაც მიმდინარეობდა და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბლოკი, რომელიც ექსპარტიულია შეეცდება, რომ იყოს ხიდი და წარმომადგენელი პარლამენტში სხვა პარტიების, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ პარლამენტში. ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი გამოძიება იმისა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. მინდა შეგახსენოთ რომ, საგარეჯოს არჩევნების შემდეგაც ჩატარდა ასეთი გამოძიება, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნება“ ფაქტობრივი დაშლა გამოიწვია. მთავარი გამყალბებელი ამ არჩევნებისა - „რესპუბლიკური პარტია“, დღეს 1,5%-იანი პარტიაა. ამ გამოძიების შედეგები შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა დავითთარხან-მოურავმა.
მისივე თქმით, დაიგეგმა ძალიან ცუდი არაერთი პრაქტიკა, მათ შორის არის ეგზიტპოლები.
"ჩვენს ქვეყანაში მუდმივად შემოდიან სრულიად უსახელო ორგანიზაციები, რომელთა სახელწოდებები არაფერს არ გვეუბნება, ეს არის აბრევიატურა - A, B, O, W, T, N, K, F, N და მერე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ვიღაცამ ჩაატარა კვლევა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა, ან რაიმე შედეგი და შემდეგ რატომღაც არჩევნების შედეგების დაახლოვება ხდება ამ მონაცემებთან, მაგრამ დაახლოება იმ ხალხისთვის, ვისაც არა აქვს სპეციალიზებული მათემატიკური განათლება. ცუდია რომ ამაში ჩაება ახლა ხელისუფლებაც. მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნებამდე ათი დღით ადრე ჩამოყვანილმა ვიღაცა FJ-მ და შემდეგ ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილმა კომპანიამაც თქვა, რომ ჩვენ პარტიას ჰქონდა 2,5%. - ამაზე ჩვენ ერთი წელია ვლაპარაკობთ და მერე ეს დაცინვის საგანი ხდება რატომღაც“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















