აშშ ერაყს დახმარებას შეუწყვეტს, თუ ის დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 21.10.2015
ნანახია: 1921

აშშ ერაყს დახმარებას შეუწყვეტს, თუ ის რუსეთს ერაყის ტერიტორიაზე ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ავიაიერიშების განსახორციელებლად დახმარების თხვონით მიმართავს. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო ძალების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის გაუჭირდება ერაყის დახმარება თუ ამაში რუსებიც ჩაერთვებიან.

”აშშ ერაყში ოპერაციების ჩატარებას ვერ შეძლებს თუ ერთდროულად იქ რუსებიც იმოქმედევენ”, - განაცხადა დანფორდმა ერაყის პრემიერთან ჰაიდერ ალ-აბსადისთან მოლაპარაკებების კომენტირებისას.

Associated Press-ის ინფორმაციით, დანფორდმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები აღნიშნულ საკითხს განიხილავდნენ ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელბთან და მათი თქმით, რუსეთის მხრიდან ავიადარტყების მოთხოვნა არ ყოფილა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე