ვენესუელაში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 18:00 | 23.10.2016
ნანახია: 1450

ვენესუელაში საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერების ცოლების მიერ იყო ორგანიზებული.

მანიფესტანტებმა ქალაქის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

ოპოზიცია ვენესუელაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის ხელმოწერების შეგროვება შეაჩერა. ამის მიზეზად კი გაყალბებული ხელმოწერები დაასახელა.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე