კაციჭამია ვეფხვი მოკლულია

საქართველო, თბილისი - 13:37 | 21.10.2016
ნანახია: 1797

ინდოეთში კაციჭამია ვეფხვი მოკლეს. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მისი დევნის ოპერაცია ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უტარაკჰანდის შტატში ვეფხვის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. მტაცებელმა ყველა მსხვერპლს ჭრილობები ყელის არეში მიაყენა.

მხეცი ხშირად ჩნდებოდა მინდვრებში, რის გამოც შტატის სოფლებში პანიკა დაიწყო: შიშის გამო ფერმერები მოსავალს ვეღარ იღებდნენ.  

როგორც ”ბი ბი სის” ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა, ხელისუფლებამ ვეფხვის დაძინების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მისი მოკვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ვეფხვი სულ უფრო საშიში ხდებოდა.

ნადირის დაჭერა მხოლოდ ვერტმფერნებითა და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების შემდეგ გახდა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ  ვეფხვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოპულაცია ინდოეთშია შენარჩუნებული.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე