ერაყში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

საქართველო, თბილისი - 12:25 | 21.10.2016
ნანახია: 1528

 

”ისლამურმა სახელმწიფომ” ერაყში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. როგორც ცნობილია, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა ერაყში მომხდარი ტერაქტისას. ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში კირკუკის პროვინციაში ელექტროსადგურზე თავდასხმისას მოხდა. მებრძოლების მიზანს ასევე წარმოადგენდა კირკუკის სამთავრობო შენობების აფეთქება.

”თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმა დილის 6 საათზე მოხდა, დაიღუპა სადგურის 12 ერაყელი თანამშრომელი და 4 ირანელი ტექნიკოსი”, - განაცხადა ქალაქ აბდულას მერმა ნურედინ ალ-სალეჰიმ.

სააგენტოს ინფორმაციით, ელექტროსადგურის ოპერატორი ერთ-ერთი ირანული კომპანიაა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე