ქალაქ მოსულისთვის ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 21.10.2016
ნანახია: 1595

ერაყის ქალაქ მოსულზე კონტროლის დასაბრუნებლად, სამთავრობო ჯარები ინტენსიურ ბრძოლაზე გადავიდნენ.

მათ 100 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება შეძლეს, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა დანაღმული სატვირთოებიც გამოიყენეს ბრძოლაში, თუმცა ისინი ერაყის არმიამ დროულად გაანადგურა.

პარალელურად, პირველი მსხვერპლი მოჰყვა ოპერაციას ამერიკულ სახმელეთო ქვედანაყოფში. გარდაცვლილია ერთი ჯარისკაცი. ის ჩრდილოეთ ერაყში, გზაზე დამონტაჟებულ ბომბს ემსხვერპლა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე