დონალდ ტრამპი სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 21.10.2016
ნანახია: 1902

კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში.

45 წლის იოგის ინსტრუქტორი კარენა ვირჯინია მეათე ქალია, რომელმაც მილიარდერის უღირსი საქციელის შესახებ ისაუბრა.

როგორც ვირჯინიამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, 1998 წელს აშშ-ის ჩოგბურთის ღია პირველობაზე ტრამპმა მას ხელები ჩასჭიდა და მკერდზე შეეხო.

კარენა ვირჯინიას თქმით, ტრამპი მამაკაცებს მასზე უთითებდა და ამბობდა: ”ეი, შეხედეთ მას. ასეთი რამ ჯერ  არ გვინახავს, შეხედეთ მის ფეხებს”.

ვირჯინიამ აღნიშნა, რომ იმ დროს ის თავს შეშინებულ და უმწეო ქალად გრძნობდა. ”თითქოს ნივთი ვიყავი და არა ადამიანი”, -ამბობს ვირჯინია. მანამდე ტრამპი სხვადასხვა ხასიათის სექსუალურ შევიწროვებაში ცხრა ქალმა დაადანაშაულა. თავად საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ცხოვრებაში მსგავსი საქციელის უფლებას საკუთარ თავს არასდროს მისცემდა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე