ზუგდიდსა და მარნეულში ხვალ განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:18 | 21.10.2016
ნანახია: 1296

4 საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისთვის სამზადისი უკვე დასრულებულია. არჩევნები ხვალ გაიმართება და შედეგების მიხედვით გადაწყდება, ჩატარდება თუ არა 30 ოქტომბერს ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ ოლქებშიც მეორე ტური, დანარჩენი 48 ოლქის მსგავსად.

კენჭისყრის პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

რაც შეეხება პირველი ტურის საჩივრებს, რომელზეც გუშინ უნდა ემსჯელა ცესკოს, როგორც განმარტავენ, არაუფლებამოსილი პირის მიერ საჩივრების წარდგენის გამო, ეს საკითხი არ განიხილეს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე