ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიაში კანონი კორიდის აკრძალვის შესახებ გააუქმა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 20.10.2016
ნანახია: 1951

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი კორიდის აკრძალვის შესახებ გააუქმა.

გაზეთ El Mundo-ს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კატალონიის ხელისუფლებას შეუძლია წარმოდგენის სახეობების რეგულირება, თუმცა მისი გამართვის სრული აკრძალვის უფლებამოსილება არ აქვს. როგორც ავტომონიური ოლქის ხელისუფლების  წარმომადგენლები აღნიშნავენ, ყველაფერს გააკეთებენ  იმისათვის, რომ ”სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი პრაქტიკული ეფექტი არ მოყვეს”. 2010 წლის 28 ივლისს კატალონიის პარლამენტმა 2012 წლიდან კორიდის  აკრძალვის შესახებ კანონი დაამტკიცა. აღნიშნულ ინიციატივას 55-ის წინააღმდეგ მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, ცხრამ კი თავი შეიკავა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე