გაუპატიურებული 16 წლის გოგონას გარდაცვალებამ საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია

საქართველო, თბილისი - 13:50 | 20.10.2016
ნანახია: 1706

არგენტინაში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებით გამოვიდა 16 წლის გაუპატიურებული გოგონას გარდაცვალების გამო.

გასულ კვირას ლუსია პერესი ქალაქ მარ-დელ-პლატას საავადმყოფოში ორმა მამაკაცმა მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა. მამაკაცების თქმით, გოგონას ნარკოტიკების ჭარბი დოზა ჰქონდა მიღებული.

პაციენტის გამოკვლევისას ექიმებმა სასტიკი სექსუალური ძალადობის კვალი აღმოაჩინეს. რამდენიმე საათის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა.

პროკურატურის მონაცემებით, გაუპატიურებამდე ის ნარკოტიკებით გააბრუეს, გარდაცვალების მიზეზი კი გულის შეტევა გახდა, რომელიც შოკმა გამოიწვია.

ორივე ეჭმიტანილი დააკავეს. ლუსიას სიკვდილმა მთელს ქვეყანაში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ ყველას აქციებისკენ მოუწოდა და ყველა დაწესებულებაში მუშაობა ერთი საათით შეაჩერა.

არგენტინელ ქალთა დაცვის მარში გაიმართა მექსიკაში, ბოლივიაში, ჩილეში, პარაგვაისა და ურუგვაიშიც.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე