თურქეთში გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 40 სამხედრო დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:06 | 20.10.2016
ნანახია: 1746

თურქეთის პოლიციამ ქალაქ კონიაში  თურქეთის შეიარაღებული ძალების ავიაბაზაზე 40 სამხედრო დააკავა.

სააგენტო Dogan-ის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ეჭვმიტანილი არიან ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში. არსებული მონაცემებით, 15 ივლისს კონიას მეამბოხეებმა სამხედრო გადატრიალების მცდელობისას კონიას სამხედრო ბაზის ავიატექნიკა გამოიყენეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე