”ნორმანდიული ოთხეული” სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდა

საქართველო, თბილისი - 09:38 | 20.10.2016
ნანახია: 1626

გერმანიაში უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით ე. წ მინსკის ოთხეულის შეხვედრა დასრულდა. ვლადიმერ პუტინი, პეტრო პოროშენკო, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთი დათანხმდა პრორუსი სეპარატისტების ფრონტის ხაზიდან 4 დამატებითი პოზიციიდან გაყვანას და მონიტორინგისთვის რეგიონში ეუთოს მისიის შეიარაღებული ჯგუფების შეყვანას.

გერმანიისა და საფრანგეთის პირველმა პირებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს, თუმცა მიიჩნევენ რომ სამოქმედო გეგმის შესრულება მარტივი არ იქნება.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე