პედოფილებს ქიმიური კასტრაცია ემუქრებათ

საქართველო, თბილისი - 14:30 | 19.10.2016
ნანახია: 1713

ინდონეზიამ პედოფილია შესაძლოა ქიმიური კასტრაციის მეშვეობით აღმოფხვრას. ამის შესახებ ბი ბი სის ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განუცხადა.  

მის თქმით, ინდონეზია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. მაგრამ როდესაც საქმე სექსუალურ ნიადაგზე მომხდარ დანაშაულს ეხება, კომპრომისი დაუშვებელია.

ქიმიური კასტრაციის დროს ორგანიზმში შეყავთ პრეპარატი, რომელიც ამცირებს ლიბიდოს და სექსუალურ აქტივობას სტერილიზაციის ან შინაგანი ორგანოების მოცილების გარეშე.

ოქტომბერში ინდონეზიამ მიიღო კანონი, რომელიც პედოფილების ქიმიური კასტრაციის ნებას რთავდა. დოკუმენტმა პარლამენტში ცხარე დისკუსია გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ პარლამენტმა დოკუმენტი მაინც დაამტკიცა.

ახალი კანონის თანახმად, სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული სიკვდილით ისჯება ან ექვემდებარება ქიმიურ კასტრაციასა და ორ წლამდე პატიმრობას.

 





არქივი

აპრილი2025
ორ
სმ
ოთ
ხთ
პრ
შბ
კვ
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11

მოგვძებნე Facebook-ზე