ობამა: რუსეთმა უნდა გადაჭრას მსოფლიოს პრობლემები და არა შექმნას ისინი

საქართველო, თბილისი - 09:23 | 19.10.2016
ნანახია: 1566

რუსეთის ქმედებები ლახავს საერთაშორისო ნორმებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომლის სამხედრო ძალა მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ობამას აზრით, რუსეთმა მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაჭრაში უნდა მიიღოს მონაწილეობა და არა შექმნას ისინი.

ობამას აზრით, აშშ-ს არასდროს უცდია რუსეთის კანონიერი ინტერესების ხელყოფა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ და იტალია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას მხარს დაუჭერენ, ვიდრე ის მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე