ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 18.10.2016
ნანახია: 1335

მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა არჩევნების მეორე ტურში, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მომავალი - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს. 

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის როგორც შესაძლებლობა, ასევე საფრთხე”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის პირველი ვარიანტიდან  პრეზიდენტის ამოღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო.

„სწორად ამოიღეს პრეზიდენტი ადრესატების სიიდან”, - განაცხადა მიშველაძემ. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე