ქრისტიანების რაზმმა ”ისლამურ სახელმწიფოს” მოსულთან ორი სოფელი წაართვა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 18.10.2016
ნანახია: 1577

ასირიელი ქრისტიანების მოხალისეთა რაზმმა, რომელიც მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობს, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ორი სოფელი წაართვეს. ამის შესახებ მედიას რაზმის მეთაურმა ატრა კადომ განუცხადა.

”იერიშის დროს ორი სოფელი დავიკავეთ. შეტევას გავაგრძელებთ, დავიბრუნებთ ყველა იმ სოფელს, რომლებიც მებრძოლებმა დაიკავეს”, - აღნიშნა კადომ.

ასირიელები ერთ-ერთი უძველესი ერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობს. მათი ისტორია მესოპოტამიისა და ასირიის იმპერიის ხანიდან (XXIV-VIIსუკუნე ჩვენს ერამდე) იწყება. პირველ საუკუნეში ასირიელებმა ქრისტიანობა მიიღეს, დღეს ისინი ახალარამეულ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც სემიტურ ჯგუფს განეკუთვნება.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე