ბაქო მთიანი ყარაბაღისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 18.10.2016
ნანახია: 1616

მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის  დარეგულირებასთან დაკავშირებით კომპრომისი შესაძლებელია. რეგიონი შესაძლოა, ავტონომიური რესპუბლიკა გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსულ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ”როსია სეგოდნიას” განუცხადა.

”გონიერი კომპრომისი შესაძლებელია: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხეობის უზრუნველყოფა, თვითმმართველობა, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელბა აზერბაიჯანის მხრიდან და მშვიდობიანი თანაცხოვრება ორ ხალხს შორის”, - აღნიშნა ალიევმა.

ამასთან მისივე თქმით, კომპრომისი არ იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით”. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას”, - აღნიშნა ალიევმა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე