ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 18.10.2016
ნანახია: 1564

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 20- მეტი დაშავდა ინდოეთში კერძო საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინციდენტი ორისის შტატის ქალაქ ბჰუბანეშვარში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

საავადმყოფოში ამ დროს 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა ცცეხლმოდებული შენობიდან თავის დაღწევას  ფანჯრებიდან ცდილობდა.

ხანძრის ჩაქრობაში 120-ზე მეტი მეხანძრე და მაშველი მონაწილეობდა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე