აშშ: ”ისლამური სახელმწიფო” მოსულის მშვიდობიან მოსახლეობას ფარად გამოიყენებს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 18.10.2016
ნანახია: 1576

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ”ისლამურმა სახელმწიფომ” მოსულის დაცვისას, შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობა ფარად გამოიყენოს.

”მოსალოდნელია, რომ ისინი ყოყმანის გარეშე მოქალაქეებს დარტყმის ქვეშ დააყენებენ ქალაქის დაცვისას”, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივამნა ჯოშ ერნესტმა. ”ვვარაუდობთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამორალურ და საშიშ მეთოდებს, რათა ქალაქი შეინარჩუნონ,” - აღნიშნა მან.

ერნესტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები შეეცდებიან გადაარჩინონ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე, მაგრამ ის, რომ ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით ერაყმა მოსულის გათავისუფლების ოპერაცია უნდა გადადოს, აზრსმოკლებულია.

გაერომ უკვე განაცხადა, რომ ოპერაციის ჰუმანიტარული შედეგები აუცილებლად შეეხება 1,2 მლნ ადამიანს, რომლებიც მოსულსა და მის შემოგარენში ცხოვრობენ.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე