”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 14:00 | 17.10.2016
ნანახია: 1343

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი, სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ის დარღვევები გააცნეს, რომლებიც არჩევნების დღეს, ხმის დათვლის პროცესში გამოიკვეთა. 

"შეხვედრის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ყველა ის პრობლემა გავაცანით, რომელიც არჩევნების დღემდე, არჩევნების დღეს და მას შემდეგ იყო. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ იყო სათანადოდ მომზადებული გაყალბების იმ ხარისხისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მეთოდი რაც გამოიყენა ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებისთვის, მივაწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენ გვაქვს მეორე ტური და მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია მათთვის იყოს ცნობილი”, - აცხადებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე