Times-ი: კიევი ელისაბედ მეორეს რუსეთის პატრიარქ კირილთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აკრიტიკებს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 17.10.2016
ნანახია: 1755

უკრაინის საელჩომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან კირილთან დაგეგმილი შეხვედრის გამო გააკრიტიკა.

როგორც Times-ი წერს, ბრიტანეთში უკრაინის ელჩის ნატალია გალიბარენკოს თქმით, პატრიარქი კირილი სუკის ყოფილი აგენტია და რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი. დიპლომატმა განაცხადა, რომ ელისაბედ მეორის მიერ კირილის მიპატიჟება მთელი მსოფლიოს თვალში რუსეთის საგარეო პოლიტიკის დაკანონების რისკს ბადებს. გალიბარენკოს აზრით, პატრიარქი კირილი კრემლის ინტერესების დამცველია.  

პატრიარქი კირილი დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე