კახა კალაძე "რესპუბლიკურ პარტიას" ბოდიშს უხდის

საქართველო, თბილისი - 11:49 | 16.10.2016
ნანახია: 1985

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე "რესპუბლიკურ პარტიას" ბოდიშს უხდის. კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასგამოეხმაურა.

ბერძენიშვილის თქმით, კალაძე დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დიდი პოლიტიკოსი ვერ შედგა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო "რესპუბლიკურ პარტიას", რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე ვთქვი, რომ "რესპუბლიკური პარტია" არის 0,3 პროცენტიანი პარტია და არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 1 პროცენტზე ცოტა მეტი რეიტინგი აქვს", - განაცხადა კალაძემ.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე