ენმ-ს წევრი ვიდეო-კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:27 | 14.10.2016
ნანახია: 2950

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს კადრები წარუდგინა, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ადგილზე არჩევნების გაყალბებას.

„სახელისუფლებო კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარეს კომისიის წევრებს, თელავი-ყვარელის ოლქიდან, სადაც 19 უბანში მე გავიმარჯვე.  საუბარი ეხება სწორედ ამ უბნების კომისიის წევრებს და მათ დავალებებს აძლევს,  რაც კანონდარღვევაა. ამავე სხდომაზე კომისიის წევრებს უთხრეს რომ მათ არჩევნების დღეს, დამატებით დავალებებს მისცემდნენ თუ როგორ გაზარდონ ხმების რაოდენობა. აქვე მინდა დავამატო, რომ უკვე მესამედ, სესიაშვილი უარს ამბობს ჩემთან დებატებზე. გუშინ მან უარი თქვა იმედის ეთერზე", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე