„ჩვენ ვაპირებთ მორიგეობა დავაწესოთ მარნეულში" - ირმა ნადირაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:04 | 13.10.2016
ნანახია: 1711

„ჩვენ ვაპირებთ მორიგეობა დავაწესოთ ღამით, მარნეულში დეპუტატები ღამის თევით იყვნენ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ მორიგეობა დავაწესოთ ღამით, მარნეულში დეპუტატები ღამის თევით იყვნენ და ასევე ჟურნალისტებსაც მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რომ ყოველი ღამე ჯოჯოხეთად არ უქციონ მარნეულის მოსახლეობას და სპეცრაზმით არ დაარბიონ. აქ ვიქნებით მარნეულში და როგორც კი გავიგებთ, რომ სპეცრაზმი კიდევ მივიდა ვინმეს ოჯახში, ჩვენც მაშინვე მივალთ”,- აღნიშნა ნადირაშვილმა მარნეულში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე