„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 13.10.2016
ნანახია: 1417

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ დატოვა, ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 
პარტიის რიგები უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯაბა ბერიძემაც დატოვა. 
ამ დროისათვის, ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" არ დაშლილა - ჯერჯერობით, თავმჯდომარის პოსტს ისევ კობა ჩხეიძე ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ რამდენიმე ლიდერმა უკვე დატოვა.   





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე