ყირგიზეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 14:15 | 13.10.2016
ნანახია: 1235

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დღეს გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულგმირთა  ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე  და ყირგიზეთის რეპუბლიკის სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე