საქართველოს პრეზიდენტმა ყირგიზ კოლეგას უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 13.10.2016
ნანახია: 1174

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი მიიღო. ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პირისპირ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო.

გიორგი მარგველაშვილმა ალმაზბეკ ატაბაევს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე